logo_geo
eng_logo
სოფელ ქვახვრელში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო
- +

23 ივლისი. 2016. 12:39


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო.


გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ონიაშვილის განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს ახალი ჭაბურღილების მშენებლობასა და სამარაგო რეზერვუარის რეაბილიტაიას.


პროექტის ღირებულება 900 ათას ლარს აჭარბებს და რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.


„გორის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის პრობლემა აღარ იარსებებს. სოფლებში ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები, ჭაბურღილების მშენებლობა თუ ქსელების რეაბილიტაცია-მოწყობა. ამ სოფელში სასმელი წყლის სისტემა ფაქტობრივად არ არსებობდა, ადგილობრივებს ეს პრობლემა სულ მალე აღარ შეაწუხებს. სასმელი წყლის პრობლემა ეტაპობრივად ყველა სოფელში მოგვარდება", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner