გერმანია მიიჩნევს, რომ თურქეთთან ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები უნდა შეჩერდეს.
მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა, რომ ეს აუცილებელია იმ ქმედებების ფონზე, რომელსაც ანკარა სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ახორციელებს.
„ამ ეტაპზე მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დაწყება წარმოუდგენელია", - აცხადებს ზაიბერტი.
სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში ათასობით ადამიანი დაკავეს.რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, თურქეთმა შესაბამისი მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 11 წლის წინ დაიწყო.