logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: „ნაცმოძრაობის“ აღქმით, 2008 წელს საქართველომ გაიმარჯვა, ფაქტი კი ის არის, რომ საქართველო მწარედ დამარცხდა!
- +

8 აგვისტო. 2021. 17:24

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი აგვისტოს ომის თემაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ყოველთვის, როცა 2008 წლის აგვისტოს ომზე ვფიქრობ, მახსენდება გვარამიას ნათქვამი, რომ 21-ე საუკუნე არის არა ფაქტების, არამედ აღქმების საუკუნე.

 

ამ ზოგადი ფრაზით გვარამიამ სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკა მთლიანად გააშიშვლა.

 

თუ გავიხსენებთ, რამხელა აცდენა იყო ფაქტებსა და იმ აღქმებს შორის, რომლის შექმნასაც სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები ცდილობდნენ და ცდილობენ, თუ გავიხსენებთ 2008 წლის აგვისტოს დღეებს, დავრწმუნდებით, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნა მხოლოდ ფაქტების აღქმებად ქცევა იყო.

 

ასე მოხდა აგვისტოს ომთან დაკავშირებითაც.

 

ალბათ, ყველას გახსოვთ, როგორ უტიფრად ცდილობდნენ გამარჯვების აღქმის შექმნას იმ დროს, როცა ჩვენი გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები ჯერაც ღია ცის ქვეშ, თაკარა მზეზე იხრწნებოდა, და მაშინაც, როცა რუსეთმა, საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შემდეგ, სოხუმის და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარა!

 

„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი განშტოებების აღქმით, 2008 წელს საქართველომ გაიმარჯვა, ფაქტი კი ის არის, რომ საქართველო მწარედ დამარცხდა!

 

ამ დამარცხების სიმწარე კიდევ დიდხანს გვემახსოვრება, ხოლო თუ მას სიღრმისეულად არ გავიაზრებთ, საქართველოს დეოკუპაცია თვალსაწიერ მომავალში შეუძლებელი იქნება!

 

გვახსოვდეს და გავიაზროთ, რომ დავიბრუნოთ!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner