„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში, თბილისის მერის კახი კალაძის და პატარა ბავშვის ფოტოს აქვეყნებს, წარწერით:
„არასდროს ბედი არ ყოფილა ისე ცბიერი“...
როგორც შემდეგ გაირკვა, ბავშვის მაისურზე გაკეთებული წარწერა სიმართლეს არ შეესაბამება და რეალურად მას ეს წარწერა ეგრეთ წოდებული „ფოტოშოფის“ მეშვეობით აქვს გაკეთებული.