გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ლ.ხ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 აგვისტოს, კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში, მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ.გ-ს შურისძიების მოტივით, ლ. ხ.-მ, დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. გ.გ. მიღებული დაზიანების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ლ.ხ., იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.