logo_geo
eng_logo
ილია მეორემ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები დალოცა
- +

23 ივლისი. 2016. 13:13


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები დალოცა.


სპორტსმენების თქმით, ოლიმპიური თამაშების წინ პატრიარქის დალოცვა ტრადიციაა და ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.



ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პატრიარქის კურთხევა, დალოცვა და ასე წასვლა ოლიმპიურ თამაშებზე. ეს ყოველთვის ტრადიციაა და ყოველთვის ფეხბედნიერი იყო. რა თქმა უნდა, პრეზიდენტთან და პრემიერთან შეხვედრაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პატრიარქიის კურთხევაა", - განაცხადა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრმა, ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ.



ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში 39 ქართველი სპორტსმენი სულ 13 ოლიმპიურ სახეობაში მიიღებს მონაწილეობას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner