logo_geo
eng_logo
ქრისტინა ჯავახიშვილი: მეუღლე მყავდა ერაყში, მე ამ ომში და ბავშვები იყვნენ გორში - ჩემი სამი შვილი
- +

8 აგვისტო. 2021. 23:42

 

 

ქართველმა სამხედროებმა გაიხსენეს, როგორი 2008 წლის აგვისტოს დღეები გაიხსენეს. ამ თემაზე მათ „იმედის“ გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრეს. უმცროსმა სერჟანტმა, მედიკოსმა ქრისტინა ჯავახიშვილმა ის მომენტი გაიხსენა, როცა გაიგო, რომ გორი, სადაც მისი ბავშვები იმყოფებოდნენ, იბომბებოდა.

 

„ჩვენი ბატალიონის ნახევარი ცხინვალში რომ შევიდა, მე ვიყავი ნიქოზში. ვერ მოვასწარით ცხინვალში შესვლა, იმიტომ რომ დაგვბომბეს ჩვენც. ემოციურად არ ვიყავი ალბათ ომისთვის მზად. მეუღლე მყავდა ერაყში, მე ამ ომში და ბავშვები იყვნენ გორში - ჩემი სამი შვილი. გადახვევებს ვაკეთებდი, დაჭრილი გვყავდა და ბავშვები სად გყავსო. მე ვუთხარი: გორში. ვერ წარმომედგინა, რომ გორში რაღაც ხდებოდა. კიდევ გამიმეორა, მეორედ. გორში მეთქი და რა ხდება? გორი იბომბებაო. ეს იყო გაურკვევლობა. ტელეფონებიც არ მუშაობდა, არ ირეკებოდა, არ შემოდიოდა ზარი. ეს 5 წუთი ალბათ იყო მთელი საუკუნე. ვერსად რეკავ, ვერაფერს იგებ. გადის დრო და მოდის შეტყობინება: „ჩვენ წაგვიყვანეს, თბილისში ვართ“ და მორჩა. მეუღლე იყო ერაყში, ბავშვებს თითქმის არაფერი ემუქრებოდათ, ჩემი ძმა იყო ბაზაზე, ისიც ჯარისკაცი იყო და ერთი სიტყვით, მარტო ჩემი თავი მებარა, რომ აღარ მენერვიულა და მიმეხედა ამ ჯარისკაცებისთვის“, - იხსენებს უმცროსი სერჟანტი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner