„როდესაც ჯარისკაცი ომობს, ვისაც ესვრის ის კი არ ეჯავრება, არამედ უყვარს ის, ვინც ზურგში ჰყავს, ვისთვისაც ომობს. დღესაც არ მეჯავრება ის ადამიანი, ვინ ნაღმი დამიდო, ვინც მესროლა, ტყვია გამარტყა“, - ამის შესახებ გადაცემაში „ნოესთან“ აგვისტოს ომზე საუბრისას ვიცე-პოლკოვნიკმა ალუდა სეთურიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ომი არ დასრულებულა.
„არაფერი არ დამთავრებულა ჯერ. როგორ შეიძლება ის, რაც ჩემი ნებით არ დამითმია დაკარგულად ჩავთვალო? დამთავრდა? ხომ არ დამთავრებულა“, - ამბობს სეთურიძე.