logo_geo
eng_logo
იოსებ ლომიძე: მე იქ არ დავმარცხებულვარ და არასოდეს ვიტყვი, რომ დავმარცხდი
- +

9 აგვისტო. 2021. 01:09

 

 

„იმედის“ გადაცემაში „ნოესთან“ სერჟანტმა იოსებ ლომიძემ აგვისტოს ომი გაიხსენა. სამხედრომ აღნიშნა, რომ ის თავს დამარცხებულად არ თვლის.

 

„მე იქ არ დავმარცხებულვარ და არასოდეს ვიტყვი, რომ დავმარცხდი ან რომელიმე ადამიანი დამარცხდა იქ. არავინ დამარცხებულა იქ. დამარცხება სხვა რაღაცაშია. დამარცხებაა, როცა ნებდები, მაგრამ ჩვენ არ დავნებებულვართ. ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ, შეიძლება ტყვიით არა, მაგრამ სიტყვიერად, დიპლომატიური ურთიერთობებით (ბრძოლას). სამხედროები აპოლიტიკურები ვართ, მაგრამ რასაც ვუყურებთ, გვსიამოვნებს ეს ყველაფერი. თუ ჩვენ მიზანს მივაღწევთ და ისტორია დაწერს იმ მოვლენებს ისე, როგორც მოხდა, ვიფიქრებთ იმას, რომ როგორც ჩვენ გადმოგვეცა ჩვენი ისტორია დღევანდელ დღემდე, ჩვენს მომავალ თაობებსაც მიეცემა იმის საშუალება, რომ ამ ისტორიას პატივი სცენ და პატივი სცენ იმ გმირებს, რომლებიც ჩვენს თაობაშიც არიან“, - განაცხადა ლომიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner