„აბსოლუტურად მაქსიმალური ზიანი, თუ როდესმე შეიძლებოდა ისეთი პატარა ქვეყნის ისეთ პატარა არმიას მიეყენებინა ამხელა მონსტრისთვის, ჩვენმა არმიამ ეს 2008 წლის ომში შეძლო“, - ამის შესახებ გადაცემაში „ნოესთან“ ვიცე-პოლკოვნიკმა ალუდა სეთურიძემ განაცხადა.
მან გაიხსენა, თუ როგორ მოხდა აგვისტოს ომში ცხინვალიდან უკან დახევა და რა ზიანი განიცადა მტერმა.
„თავიდან გვეგონა, რომ ეს ტაქტიკური გადაჯგუფება იყო, თუმცა სამწუხაროდ, ეს უკან დახევა იყო. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ერთი რამ ვთქვათ განსაკუთრებულად, რომ აბსოლუტურად მაქსიმალური ზიანი, თუ როდესმე შეიძლებოდა ისეთი პატარა ქვეყნის ისეთ პატარა არმიას მიეყენებინა ამხელა მონსტრისთვის, ჩვენმა არმიამ ეს 2008 წლის ომში შეძლო. შეძლო სახმელეთო ოპერაციით, 3-4 დღის განმავლობაში, თითქმის, მთლიანად კონტროლის აღება და ყველა სახმელეთო ოპერაციის მოგება, რაც მოწინააღმდეგესთან ბრძოლის დროს შეგხვდა. თუმცა, შემდეგ, როდესაც ბრძოლაში ჩაერთო ავიაცია და 58-ე არმიის ძირითადი ნაწილი შემოვიდა, მოხდა ის, რაც მოხდა“, - განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა.