logo_geo
eng_logo
მოჭიდავეთა მსოფლიო რეიტინგის ოცეულში 4 ქართველი მოხვდა
- +

6 მარტი. 2016. 03:39


 

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებულმა ფედერაციამ (UWW) ბერძნულ-რომაული რეიტინგი განაახლა და მასში სულ 4 ქართველი შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

 

2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანმა ლაშა გობაძემ (80) 30 იანვარს სტამბულში ვები ემრეს მემორიალზე გამარჯვებით მსოფლიოს რეიტინგში მეორე ადგილი შეინარჩუნა. პირველ ადგილზე კი თურქი მსოფლიოს ჩემპიონი სელჩუკ ჩებია, მესამე ადგილზე კი რუსი ევგენი სალეევი რომელსაც გობაძემ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში წმინდად მოუგო.

 

"შეგახსენებთ რომ გობაძეს 2015 წელს მეტად წარმატებული სეზონი ჰქონდა, მოიგო რა საქართველოს ჩემპიონატი, ირანში ტახტის თასი, ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი, ბაქოს გრან-პრი, ლას ვეგასში მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ერთადერთი ქართველი გახდა ვინც მედლის მოპოვება შეძლო", - განმარტავენ ფედერაციაში.

 

 

2016 წლის იანვარში საქართველოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა, ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ ნიკოლოზ კელასოვთან დათმო შეხვედრა თუმცა რამდენიმე კვირაში სტამბულში ვები ემრეს ტურნირზე გაიმარჯვა, სადაც 4 მეტოქე მათ შორის თანაგუნდელები კელასოვი ხოლო ფინალში თორნიკე ძამაშვილი დაამარცხა.


გობაძის გარდა UWW-ს რეიტინგში კიდევ 3 ქართველი შევიდა. ვები ემრეს ტურნირის გამარჯვებული რობერტ კობლიაშვილი (85) მე-10, ამავე ტურნირის ფინალისტები შმაგი ბოლქვაძე (66) - მე-13 ხოლო მინდია წულუკიძე (71) - მე-15 ადგილს იკავებენ.



 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner