logo_geo
eng_logo
დაშავებული მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
- +

23 ივლისი. 2016. 13:13


ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სპორტსმენის მდგომარეობა გაუმჯობესდა.


ქუთაისის ინტრევენციული მედიცინის ცენტრის მკურნალი ექიმის მაია რუხაძის ინფორმაციით, მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი საავადმყოფოდან შესაძლოა, დღეს გაწერონ. მისივე თქმით, გაუმჯობესდა სპორტსმენის მეუღლის მდგომარეობაც.


ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ავტოავარია 21 ივლისს მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner