logo_geo
eng_logo
„თალიბანმა“ ავღანეთის ჩრდილოეთით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ყუნდუზი დაიკავა
- +

9 აგვისტო. 2021. 02:09

 

 

„დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის ჩრდილოეთით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ყუნდუზი დაიკავა“, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ქალაქის ყველა რაიონი, გარდა აეროპორტისა, ტერორისტული დაჯგუფების კონტროლის ქვეშაა. მათი თქმით, ქალაქში ბრძოლის შედეგად ხანძარი გაჩნდა, ყუნდუზის ცენტრში კი „თალიბანის“ დროშაა აღმართული.

 

მედიის ინფორმაციით, ბრძოლების შედეგად დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ქალები და ბავშვები.

 

270 ათასი მცხვორებლით დასახლებული ქალაქი, ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციებისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისკენ მიმავალი გზების კარიბჭედ ითვლება და უაღრესად სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. დაჯგუფება „თალიბანმა“ ბრძოლები, ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ განაახლა. ბოლო კვირების განმავლობაში, დაჯგუფებამ ავღანეთის ბევრ რეგიონზე დაამყარა კონტროლი, ახლა კი პროვინციების ადმინისტრაციული ცენტრებისა და მსხვილი ქალაქების დაკავებას ცდილობენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner