logo_geo
eng_logo
ალექსეი ნავალნის ახლო მოკავშირემ, ლიუბოვ სობოლმა რუსეთი დატოვა
- +

9 აგვისტო. 2021. 02:56

 

 

„ალექსეი ნავალნის ახლო მოკავშირემ, ლიუბოვ სობოლმა რუსეთი დატოვა“, – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

მედიის ინფორმაციით, სობოლმა რუსეთი მას შემდეგ დატოვა, რაც რამდენიმე დღის წინ მას პირობითი სასჯელი მიუსაჯეს „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის, რაც ღამით სახლიდან გასვლის აკრძალვას გულისხმობდა. თავად სობოლმა ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებული სისულელე უწოდა. მედიის ცნობით, სობოლი თურქეთში გაფრინდა.

 

33 წლის ლიუბოვ სობოლი, ალექსეი ნავალნის გარემოცვის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სახეა. ქვეყნის დატოვების შესახებ ოპოზიციონერს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. მედია წერს, რომ ალექსეი ნავალნის მოკავშირეები, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდიან. რამდენიმე დღის წინ, ოფიციალურად ამოქმედდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ალექსეი ნავალნის მიერ შექმნილი აქტივისტების ქსელი „ექსტრემისტულად“ გამოცხადდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner