logo_geo
eng_logo
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება
- +

9 აგვისტო. 2021. 10:27

 

 

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე,  ხილის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ,“ - ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

 

„დაახლოებით ერთ თვეში, ვაშლის მოსავლის აღება დაიწყება; გადამმუშავებელი საწარმოები მზადყოფნაში არიან; ყველა საწარმო გამართულია; წელს ვაშლის მოსავალი მცირეა. ვფიქრობთ, იმ სქემით, რომლითაც არასტანდარტული ვაშლის ჩაბარება მოხდება, კმაყოფილი იქნებიან როგორც ფერმერები, ისე გადამმუშავებელი სექტორი”, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის, ვალერიან მჭედლიძის განცხადებით, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი აქტიურად ემზადება ვაშლის მოსავლის აღებისთვის.

 

„არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება, რომლის მიზანია, დაუბინავებელი არ დარჩეს პროდუქტი და ფერმერებმა შემოსავალი მიიღონ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner