„საბერძნეთის კუნძულ ზაკინთოსზე სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა,“ - ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავის მფრინავი გადარჩა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, საბერძნეთში ტყის ხანძრებს მეშვიდე დღეა ებრძვიან. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კუნძულ ევიაზე, საიდანაც უკვე 2 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, ტყის ხანძარს 570-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. კუნძულზე განადგურებულია ათასობით ჰექტარი მიწა, სახლები და ბიზნეს ობიექტები.
საბერძნეთის ხელისუფლებამ ხანძართან გასამკლავებლად არმიის მობილიზება მოახდინა. საბერძნეთს დახმარებას უწევს რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის: საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, შვეიცარია და ეგვიპტე.