საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 44 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6 128-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 236 პირს დაუდასტურდა, 3 146 პაციენტი გამოჯანმრთელდა.