logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი ათწლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს
- +

9 აგვისტო. 2021. 11:33

 

 

დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი,  საზოგადოებას საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიან სამოქმედო გეგმას „დასავლურ ღირებულებებსა და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა. 10 წლის ხედვა, 10 მიზანი“ წარუდგენს.

 

დავით ზალკალიანი ისაუბრებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ყველა პრიორიტეტულ მიმართულებაზე და 10 წლის პერსპექტივაში ძირითადი მიმართულებით არსებულ მიზნებსა და მათი შესრულების გეგმებზე.

 

ღონისძიებას, რომელსაც გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დაესწრებიან ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner