საქართველოში დღეს დილით 2 მიწისძვრა მოხდა. პირველ ჯერზე 07:24 საათზე 3.5 მაგნიტუდის, ხოლო 08:03 საათზე 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ეპიცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტში სოფელ სამებასთან იყო.