logo_geo
eng_logo
პრემიერის განცხადებით, Fitch-ის რეიტინგის მიხედვით ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს
- +

9 აგვისტო. 2021. 11:34

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზი საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანამ სწრაფად დაიწყო ეკონომიკური აღდგენის პროცესი.

 

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, Fitch-ის მონაცემებით, საქართველო პრაქტიკულად პანდემიამდე მაჩვენებელს დაუბრუნდა.

 

„6 აგვისტოს გამოქვეყნდა ერთ-ერთი ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანია Fitch-ის რეიტინგი, რომლის მიხედვითაც ჩვენს ქვეყანას ერთი მხრივ, შეუნარჩუნდა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე და რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურობამდე გაუმჯობესდა. ამ გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად, დაუბრუნდა პანდემიამდე მაჩვენებელს. რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად სააგენტო ასახელებს მოსალოდნელზე სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, ძლიერ და დამაჯერებელ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და მაღალ საერთაშორისო მხარდაჭერას. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღება მართლაც შთამბეჭდავი ტემპით მიმდინარეობს. ბოლო 6 თვის მაჩვენებელმა შეადგინა 12,7%, რაც მართლაც დამაიმედებელია. ამას გარდა Fitch-ის პროგნოზი შეიცვალა და გახდა 7,8%. ჩვენი მიზანია 2025 წლისთვის საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა, რომლამდეც დარჩენილი გვაქვს ორი საფეხური. Fitch-ის გადაწყვეტილება, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანამ სწრაფად დაიწყო ეკონომიკური აღდგენის პროცესი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner