მარტვილი-აბაშის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იქნება.
„ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ოთარ დანელიამ აღნიშნული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.
„ვფიქრობ, რომ ჯობს, დაველოდოთ წარდგენას, პრემიერ-მინისტრი თავად დაასახელებს და ყველასთვის ცხადი გახდება ყველაფერი", - განაცხადა ოთარ დანელიამ.