logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომლის საპირისპირო კონტრარგუმენტი უბრალოდ არ არსებობს, არის შემდეგი - აცრა ადამიანებს სიკვდილისგან იცავს
- +

9 აგვისტო. 2021. 11:40

 

 

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოქალაქეებს მოუწოდა, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და ვაქცინაცია ჩაიტარონ. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ვაქცინაციის წარმატებით ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ კარგად გავითავისოთ, გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და თვითშეგნება ჩვენი ქვეყნის წინაშე. გუშინ ვთქვი და მინდა გავიმეორო, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომლის საპირისპირო კონტრარგუმენტი უბრალოდ არ არსებობს, არის შემდეგი, რომ აცრა ადამიანებს სიკვდილისგან იცავს. არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება აცრილი ადამიანი დაინფიცირდეს, მაგრამ გარდაცვალება აბსოლუტურად გამორიცხულია, თუ არ ჩავთვლით მსოფლიოში რამდენიმე მაგალითს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner