logo_geo
eng_logo
ნათია თურნავას განცხადებით, ინვესტორებს საპრივატიზებოდ შესთავაზეს ქონება, რომელიც ჯამში, 90 მილიონ ლარზე მეტია
- +

9 აგვისტო. 2021. 12:52

 

 

„კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები, კეთილგანწყობა და ნდობა ინვესტორების მხრიდან გავძლევს საშუალებას, კიდევ უფრო დავაჩქაროთ პრივატიზაციის პროცესი,“- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნმავამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ძალიან მაღალი ტემპით ახორციელებს.

 

„დღეს ჩვენ მორიგი პაკეტი, 100 საინვესტიციო კამპანიის ფარგლებში შევთავაზეთ ინვესტორებს საპრივატიზებოდ. ეს არის მთელი რიგი ქონება, ჯამში, 90 მილიონ ლარის პაკეტზე მეტი. აქ არის როგორც მიწები, ასევე ქონება, გარდა ამისა, რამდენიმე სახელმწიფო საწარმოს წილები. სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ძალიან მაღალი ტემპით ვახორციელებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ყველაფერი, რაც დღემდე არის გაჩერებული, ჩაერთოს ეკონომიკურ ბრუნვაში, შექმნას დოვლათი და ადამიანები დაასაქმოს“, - განაცხადა თურნავამ.

 

მისი განმარტებით, ეკონომიკური ზრდა ფიქრდება პრაქტიკულად ყველა დარგში.

 

„ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი არის გადამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, ვაჭრობასა და განთავსების ინდუსტრიაში, ანუ სასტუმროებში“,- განაცხადა თურნავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner