logo_geo
eng_logo
ლაშა ხუციშვილი Fitch-ის რეიტინგზე: ესაა აღიარება, რომ ქვეყანა სწრაფად გამოდის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან
- +

9 აგვისტო. 2021. 12:52

 

 

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, Fitch-ის რეიტინგში საქართველოს პერსპექტივის გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, ბევრი მიმართულებით აისახება.

 

„თუ გადავხედავთ პანდემიის პერიოდს, ამავე სააგენტოს შეფასებები, პრაქტიკულად, ქვეყნების 99%-ის შემთხვევაში, უცვლელი დარჩა. ქვეყნების უმეტესობის შემთხვევაში, საკრედიტო რეიტინგი და პერსპექტივა არ გაუმჯობესებულა. შესაბამისად, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიისგან, ესაა აღიარება, რომ ქვეყანა სწრაფად გამოდის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან. რა ტქმა უნდა, ეს მაჩვენებლები, მათ შორის, აისახება ინვესტიციების მოზიდვაზეც და ვალუტის კურსზეც“, - აღნიშნა მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

 

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner