logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: მთავრობა არის მოწოდების სიმაღლეზე, მართავს პანდემიას და ზრდის ეკონომიკას
- +

9 აგვისტო. 2021. 13:42

 

 

„ეს არის მოგონილი თემა, თითქოს მთავრობაში რაღაც ხდება. არაფერი ხდება, მთავრობა არის მოწოდების სიმაღლეზე, მართავს პანდემიას და ზრდის ეკონომიკას,“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, თემა დაპირისპირების შესახებ მოგონილია და მთავრობა მუშაობას კოლეგიალურად და ერთიანად განაგრძობს.

 

„ჩვენ ძალიან კარგი კოლეგიალური ურთიერთობა გვაქვს. ახლაც მიმდინარეობს საბჭო, რომელიც პანდემიის მართვას ეხება და ყველაფერს ვწყვეტთ კოლეგიალურად. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ასე ვთქვათ, ეს არის „ ყურით მოთრეული“ თემა. ეს არის მოგონილი თემა, თითქოს რაღაც ხდება. არაფერი ხდება, მთავრობა არის მოწოდების სიმაღლეზე, მართავს პანდემიას და ზრდის ეკონომიკას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner