logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: როგორც კლინიცისტები აღწერენ, მესამე ტალღისგან განსხვავებით, მძიმე შემთხვევები ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს
- +

9 აგვისტო. 2021. 14:36

 

 

„როგორც კლინიცისტები აღწერენ, მესამე ტალღისგან განსხვავებით, მძიმე შემთხვევები ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, ბევრ შემთხვევაში გარდაცვალება თანხმლებ მძიმე დაავადებას უკავშირდება.

 

„ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია აცრის სტატუსიც. საბედნიეროდ, ორჯერ აცრილებში გარდაცვალება თითქმის არ არის, ასევე ერთხელ ვაქცინირებულებში დაავადების მიმდინარეობა არის საკმაოდ მსუბუქი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner