logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: პირბადის გამოყენების 51-პროცენტიანი მაჩვენებლის 90 პროცენტამდე გაზრდის შემთხვევაში, დღიური შემთხვევები, სულ მცირე, 1 000 ერთეულით შემცირდება
- +

9 აგვისტო. 2021. 14:37

 

 

„პირბადის გამოყენების 51%-იანი მაჩვენებელი თუ 90%-მდე გაიზრდება, ეს მოგვცემს საშუალებას, დღიური შემთხვევები სულ მცირე 1 000 ერთეულით შემცირდეს,“ – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, პირბადე ისევ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მექანიზმია, რომლის გამოყენების აღსრულება დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„დღეს პირბადის გამოყენების 51%-იან მაჩვენებელზე ვართ. თუ ეს მაჩვენებელი გაიზრდება და გადააჭარბებს 90%-ს, ეს მოგვცემს საშუალებას, დღიური შემთხვევები სულ მცირე 1 000 ერთეულით შემცირდეს. პროგნოზული მაჩვენებელი ასეთია. ამდენად, პირბადე კიდევ არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მექანიზმი და მისი გამოყენების აღსრულება ჩვენთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, პირბადის ტარება ხვალიდან სავალდებულო იქნება ღია სივრცეშიც, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი შეიკრიბება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner