logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: როგორც წესი, პირველი ეფექტი შეზღუდვების შემოღებიდან 10-14 დღეში ჩანს
- +

9 აგვისტო. 2021. 14:56

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირბადის ტარებასთან და კოვიდრეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრება, სავარაუდოდ, შედეგს აგვისტოშივე გამოიღებს.

 

„როგორც წესი, პირველი ეფექტი შეზღუდვების შემოღებიდან 10 დღეში, 2 კვირაში ჩანს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყოველთვის უფრო რადიკალურია. საკოორდინაციო საბჭომ ძალიან სერიოზული რეკომენდაციები გაითვალისწინა - ესაა ძალიან მკაცრი ზომების მიღება ქორწილების, ქელეხების შემთხვევებში და დარბაზების დალუქვამდე მისვლა და ხალხმრავალი ადგილების აკრძალვა. ესაა ძალიან სერიოზული. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია აღსრულებაზე და დარწმუნებული ვარ, რომ აღსრულება მაქსიმალური იქნება და მაქსიმალურ შედეგს მოგვცემს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

ცნობისათვის, ხვალიდან, 5-ზე მეტი პირის შეკრებისას, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო იქნება. ქორწილის, ქელეხის, იუბილეს მასპინძლობისთვის კვების ობიექტები თუ სარიტუალო დარბაზები პირველ ჯერზე 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებისას, ეს ობიექტები დაილუქება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner