დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ერთჯერადად ვაქცინირებულთა შორის არის კორონავირუსით გარდაცვალების 13 შემთხვევა, რაც შეეხება ორჯერადად აცრილებს, აქ ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არაა და კვლევა 2 შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
„ერთჯერად აცრილებში გვქონდა 12 და, თუ არ ვცდები, დაემატა ლეტალური გამოსავლით შემთხვევა. ორჯერადად აცრილებში, კვლევაში, ე.წ. ვერბალურ აუტოპსიაში გვყავს 2 ადამიანი, რომელიც ჯერ არ არის დაზუსტებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.