logo_geo
eng_logo
რეჯეფ ერდოღანმა ბრალის წარდგენის გარეშე დაპატიმრების ვადა 30 დღემდე გაახანგრძლივა
- +

23 ივლისი. 2016. 14:28


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც, ბრალის წარდგენის გამო დაპატიმრების ვადა 30 დღემდე გახანგრძლივდება.


გარდა ამისა, ერდოღანმა 1000-ზე მეტი მეტი კერძო სკოლის დახურვის განკარგულებაც გასცა.


პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქმიანობას შეწყვეტენ ასევე 1229 საქველმოქმედო საზოგადოება და ფონდი, 35 სამედიცინო დაწესებულება, 19 პროფკავშირი, ფედერაცია და კონფედერაცია, ასევე 15 კერძო უმაღლესი სასწავლებელი.


როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, თურქეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი პრეზიდენტს და მთავრობას უფლებას აძლევს, ახალი კანონები პარლამენტის თანხმობის გარეშე მიიღოს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner