logo_geo
eng_logo
გიორგი კალანდარიშვილი: ცესკო-ს თანამშრომლების ვაქცინაციის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება
- +

9 აგვისტო. 2021. 15:52

 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ცესკო-ს თანამშრომლების ვაქცინაციის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება.

 

გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის სრული დაკომპლექტება მოხდება, საარჩევნო ადმინისტრატორების რაოდენობა დაახლოებით 70 ათასს მიაღწევს და ცესკომ მათი მაქსიმალური რაოდენობის ვაქცინაცია უნდა შეძლოს.

 

„გვექნება ძალიან მჭიდრო და ინტენსიური კოორდინაცია ამ მიმართულებით შესაბამის უწყებებთან, ვინაიდან საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იქნება განსახორციელებელი, რაც ეხება დაახლოებით 70 ათასამდე საარჩევნო ადმინისტრატორის ვაქცინაციის პროცესს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იმას, რომ ჩვენ ყველანი ერთად 2 ოქტომბერს მივალთ იმ განცდით და იმ მოტივაციით, რომ ყველა ამომრჩევლისთვის უზრუნველვყოთ კენჭისყრის დღეს მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემო. ამ ეტაპზე საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებული თანამშრომლების ნახევარზე მეტი არის აცრილი და დანარჩენი ნაწილიც ამ საერთო, დიდი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვება, ყოველ შემთხვევაში მე ამის ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს. საარჩევნო ადმინისტრაციის სრული დაკომპლექტება იგეგმება არჩევნებამდე 30 დღით ადრე. 8 აგვისტოს გამოცხადდა კონკურსი საუბნო საარჩევნო კომისიებში და საოლქო კომისიებს კანონით განსაზღვრულ ვადებში მოუწევთ კომისიების დაკომპლექტება, ისევე როგორც შესაბამის უფლებამოსილ პოლიტიკურ გაერთიანებებს, ამ ეტაპზე ცესკო სრულად დაკომპლექტებულია 17 წევრით და უახლოეს დღეებში დასრულდება საოლქო კომისიების დაკომპლექტდება“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner