logo_geo
eng_logo
4 დიდ ქალაქში უნივერსიტეტებთან ამცრელი ცენტრები მოეწყობა
- +

9 აგვისტო. 2021. 15:52

 

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესის გაფართოების მიზნით, 4 დიდ ქალაქში უნივერსიტეტებთან ამცრელი ცენტრები მოეწყობა. ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ამასთან, გამყრელიძის თქმით, აგვისტოს ბოლომდე ქვეყანაში დღიურად 30 ათასამდე აცრა უნდა ჩატარდეს.

 

„ყოველდღიურად სერიოზული მუშაობა მიდის გაფართოებაზე. იქნება სიახლეები, კერძოდ, იგეგმება რამდენიმე დიდი სივრცის შექმნა განათლების სამინისტროსთან ერთად დიდ უნივერსიტეტებთან მიმართებაში, ოთხ დიდ ქალაქში. ასევე, ბრიგადების დამატება კიდევ უფრო ისე, რომ აგვისტოს ბოლომდე დღეში 30 ათასამდე აცრა შევძლოთ.

 

ასევე, ვფიქრობთ ე.წ აცრის მარათონის ჩატარებასთან დაკავშირებით. დაახლოებით, 2 დღიანი შაბათ-კვირიანი მარათონი, შესაძლებელია ამისთვის მოვემზადოთ აგვისტოს ბოლოდან და სექტემბრიში, ამ მარათონში მონაწილეობას ერთდროულად 60 ათასი ადამიანი მიიღებს.

 

მთავარი ახლა შეკავებისთვის იქნება ის ღონისძიებებს და იმ შეზღუდვების დაცვა, რაც დღეს კიდევ უფრო გამკაცრდა. მეორე მხარე ეს არის აცრები. თუ ჩვენ მოვახერხებთ აგვისტოს ბოლოს მილიონ, მილიონ ასიათას აცრაზე უნდა გავიდეთ ქვეყანაში სრულად. სექტემბრის ბოლოსთვის ეს უნდა აიწიოს 1 მილიონ 800 ათასი - 2 მილიონამდე.

 

ვაქცინის მარაგიც საკმარისია ქვეყანაში. ამასთან, ყოველ შაბათ-კვირას ქვეყანაში შემოდის „ფაიზერის“ დამატებითი დოზები. გუშინწინაც შემოვიდა „ფაიზერის“ 112 ათასი დამატებითი დოზა და ეს იქნება მუდმივ რეჟიმში. „ფაიზერის“ ნაყიდი 700 ათასი დოზა უნდა შემოვიდეს 20 სექტემბრამდე, რაც დამატებითი რესურსია. ასევე, კოვიდგადატანილ ადამიანებთან მიმართებაში შეიძლება ერთი დოზა იქნეს დაშვებული. მაგრამ ეს მხოლოდ შემოსულ ადამიანებზეა და არა ადგილზე მყოფ პირებთან მიმართებაში. აცრები გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება რომელმაც უნდა შეგვაკავეებინოს ეს ეპიდსიტუაცია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner