logo_geo
eng_logo
მიხეილ ჩხენკელი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
- +

9 აგვისტო. 2021. 16:14

 

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და ასევე, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა,“ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, იზრუნონ ჩვენი შვილებისა და ერთმანეთის ჯანმრთელობაზე და აიცრან, ვინაიდან პანდემიის დამარცხება მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი.

 

„დღეს პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებსა და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ავიცერი „ფაიზერის“ ვაქცინით. მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, აუცილებლად აიცრან. ეს არის პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეთ ჩვენი შვილების, ბავშვების ჯანმრთელობას“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაც აქტიურად მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების, პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაციის პროცესი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner