კიევში დაღუპულ ჟურნალისტს პაველ შერემეტს დღეს მინსკში, ადგილობრივი დროით 14:30 საათზე დაკრძალავენ.
სამგლოვიარო ცერემონია 11:00 საათზე დაიწყო. ჟურნალისტს მინსკის ჩრდილოეთ სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალავენ.
პაველ შერემეტი 20 ივლისს დილით კიევში მოკლეს. მისი ავტომობილი უკრაინის დედაქალაქის ცენტრში აფეთქდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.