logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: წინასწარ ვერ გეტყვით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვების დროს როგორ გადაწყვეტილებას მივიღებთ
- +

9 აგვისტო. 2021. 16:16

 

 

„წინასწარ ვერ გეტყვით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვების დროს როგორ გადაწყვეტილებას მივიღებთ საბოლოოდ,“ - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.

 

როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, ის, თუ როგორი უნდა იყოს საარჩევნო ბარიერი და რამდენი დეპუტატი ფრაქციის შექმნისთვის, ამაზე საუბარი და არგუმენტების მოყვანაა საჭირო.

 

„რასაკვირველია, ოპოზიციასთან კონსულტაციები არის და კონსულტაციები საჭიროა, მაგრამ მათი პასუხია, რომ თუკი ისე არ იქნება, როგორც მათ მიაჩნიათ საჭიროდ, ეს არ შედგება და არ მოხდება. არანორმალური, არაჯანსაღი პოლიტიკური რეჟიმია. ზოგადად, ბევრი დადებითი მხარე აქვს საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვას და ამის კარგი პრაქტიკა არსებობს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება პარლამენტში 29 ივნისს განხორციელდა. პროექტს, რომლის საყოველთაო-სახალხო განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა, 91 დეპუტატი აწერს ხელს. პროექტს „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, ხელს აწერენ: „მოქალაქეების“, „გირჩის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ლელოს“ წარმომადგენლები. მმართველი გუნდისა და ოპოზიციის კონსულტაციების შედეგად შეჯერებული პროექტის მიხედვით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 2%-ია და დადგენილია მანდატების პროპორციული განაწილების წესი. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე პუნქტით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე ჩამოდის. ამავე პროექტით, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუკი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, საკმარისი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერა. კონსტიტუციაში ცვლილებებს 113 ხმა სჭირდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner