logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ვინც მიიჩნევს, რომ ჩვენი მომავალი საერთო ევროპულ ოჯახში, NATO-შია, ამ მიზნის მიღწევაში უნდა გავერთიანდეთ - დაპირისპირების დრო არ არის
- +

9 აგვისტო. 2021. 16:23

 

 

„ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყნის მომავალი დასავლეთშია, ვინც მიიჩნევს, რომ ჩვენი მომავალი საერთო ევროპულ ოჯახში, NATO-შია, ამ მიზნის მიღწევაში უნდა გავერთიანდეთ - არ არის პოლარიზაციის და დაპირისპირების დრო",- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, სტაბილურობის გარეშე ქვეყნის განვითარება არ იქნება.

 

„ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები მიმართულია იქით, რომ მაქსიმალურად გავუკეთოთ მინიმიზაცია იმ საფრთხეებს, რომელიც ქვეყანას ემუქრება. მხოლოდ გარე საფრთხეების მინიმიზაციით შევძლებთ ქვეყანაში სტაბილურობა უზრუნველვყოთ. სტაბილურობის გარეშე განვითარება არ იქნება, არც ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა. 10 -წლიანი სტრატეგია თავის 10 მიზნით, სწორედ ამ მთავარ მიზანზეა მორგებული. ყველა ის მიმართულება, რაც დაკავშირებულია ჩვენ აქტივობებთან დეოკუპაციის მიმართულებით, ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, NATO-ში გაწევრიანების თვალსაზრისით, სამეზობლოში ჩვენი პოზიტიური როლის წარმოჩენის თვალსაზრისით, ვერ შედგება, თუ არ გვექნა ქვეყნის შიგნით კონსოლიდაცია და მუდმივად ვიქნებით დაპირისპირებაში და პოლარიზაციის პირობებში, რასაც ბოლო პერიოდში ვაკვირდებოდით. ის, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყნის მომავალი დასავლეთშია, ის ვინც მიიჩნევს, რომ ჩვენი მომავალი საერთო ევროპულ ოჯახში, NATO-შია, ამ მიზნის მიღწევაში უნდა გავერთიანდეთ. სხვაგვარად ეს არ გამოვა. აუცილებელია ყველა პოლიტიკური პარტია არასამთავრობო ორგანიზაცია აკადემიური წრეები იყვნენ ამ პროცესში",- აღნიშნავს ზალკალიანი და დასძენს, რომ ყველა უნდა გავერთიანდეთ, არ არის პოლარიზაციის და დაპირისპირების დრო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner