logo_geo
eng_logo
15 აგვისტოდან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან
- +

9 აგვისტო. 2021. 17:15

 

 

აჭარაში ვაქცინაციის პროცესი ფართოვდება და კოვიდ-19 საწინააღმდეგო აცრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც იქნება შესაძლებელი.

 

15 აგვისტოდან სტუდენტებს, საგანმანათლებლო დაწესებულების ლექტორ-მასწავლებლებს და აქ დასაქმებულ პირებს, საშუალება ექნებათ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყოფილ ამცრელ კაბინეტებში ჩაიტარონ ვაქცინაცია „სინოფარმის“, „სინოვაკისა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით.

 

აჭარაში, ბოლო 24 საათში 2000-ზე მეტი ადამიანი აიცრა კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინით. აჭარაში სულ 74 000-მდე ვაქცინაა ადმინისტრირებული.

 

შესაბამისი გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომაზე იქნა მიღებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner