logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: ქვეყნის მთავარი გამოწვევა უდავოდ არის ოკუპაცია და ის საფრთხეები, რაც რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციით იქმნება
- +

9 აგვისტო. 2021. 17:16

 

 

„ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა უდავოდ არის ოკუპაცია და ის საფრთხეები, რაც რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციით იქმნება,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, ე.წ. ჰიბრიდული ომი, რასაც რუსეთი საქართველოსა და სხვა ქვეყნების მიმართ აწარმოებს, დემოკრატიული სამყაროს სერიოზული გამოწვევაა.

 

„ჩვენი ქვეყნის ყველა უწყების მთავარი ამოაცანა არის, გამოძებნოს გზები იმისთვის, რომ შევძლოთ ეფექტიანი დეოკუპაცის პოლიტიკის გატარება. დღეს რთულია საუბარი, რა შეიძლება გავაკეთოთ იმის მიღმა, რაც გვაქვს, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატზე მაქვს საუბარი, თუმცა, ამ გზების ძიება არ უნდა შევწყვიტოთ იმისთვის, რომ უფრო ეფექტინი საერთაშორისო ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობები მივიღოთ, ვიდრე ამ დრომდე გვაქვს“,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

მისი განმარტებით, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სტრატეგიულ პარტნიორებთან დიალოგი და მათთან თანამშრომლობა.

 

ბოჭორიშვილის თქმით, ამისთვის სასურველია, რომ არსებული ფორმატები უფრო ინტენსიური და უფრო ეფექტიანი გახდეს.

 

„დეზინფორმაცია არის ის გამოწვევა, რომელიც არა მხოლოდ ჩენი ქვეყნის წინაშე დგას. ის ჰიბრიდული ომი, რასაც რუსეთი ჩვენს და არა მხოლოდ ჩვენს მიმართ აწარმოებს, დემოკრატიული სამყაროს სერიოზული გამოწვევაა“,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner