Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 16 028-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 641 242 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 450 149 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 403 762, გარდაიცვალა 6 128 პაციენტი.