logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: კოალიციური მმართველობა შეიძლება ქვეყანაში აუცილებლობად იქცეს, მაგრამ ვერ ვხედავ შანსს, კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ზნე იცვალონ ან - ფერი
- +

9 აგვისტო. 2021. 17:38

 

 

„კოალიციური მმართველობა შეიძლება ქვეყანაში აუცილებლობად იქცეს, მაგრამ ვერ ვხედავ შანსს, რომ კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ან ზნე იცვალონ, ან ფერი,“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.

 

როგორც ვოლსკი აცხადებს, საქართველოში, პოლიტიკურ პარტიებში პოლიტიკური კულტურა საკმაოდ დაბალია.

 

„საზოგადოების იმედად უნდა დავრჩეთ, რომ ზუსტად ისეთ პარტიებს შეარჩევენ, რომელთა ინტელექტი, პათოსი, ენერგია სახელმწიფოს ინტერესებზე იქნება ორიენტირებული და გამომდინარე აქედან ჩემი სკეპტიციზმი დამარცხდება. დღევანდელ კონფიგურაციაში კოალიციური მთავრობის პერსპექტივას ვერ ვხედავ. იმედი მაქვს, 2024 წელი გარდამტეხი წელი იქნება", - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner