logo_geo
eng_logo
საქართველოს საგარეო უწყება მიუნხენში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს
- +

23 ივლისი. 2016. 14:47


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრი მიუნხენში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება და მწუხარებას გამოხატავს. უწყება უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და სოლიდარობას უცხადებს გერმანიის მთავრობას.


„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2016 წლის 22 ივლისს, ქალაქ მიუნხენში, უდანაშაულო ადამიანებზე განხორციელებული თავდასხმის გამო, რის შედეგადაც დაიღუპა ცხრა და მძიმედ დაშავდა ოცზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას გამოხატავს დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებისა და ახლობლების მიმართ და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს სოლიდარობას უცხადებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და ხალხს", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner