logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე გახარიას: ღალატი არ „პრავდება“, ბატონო გიორგი! უღალატეთ ხალხს, ამომრჩეველსა და ქვეყანას
- +

9 აგვისტო. 2021. 17:55

 

 

„ღალატი არ „პრავდება“, ბატონო გიორგი! თუ გგონიათ,რომ „ქართულ ოცნებას“ რამე დაუშავეთ ძალიან ცდებით... პირველ რიგში უღალატეთ ხალხს, ამომრჩეველსა და ქვეყანას,“ - ამის შესახებ ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ვერაფერი „გააპრავებს“ მის საქციელს, როდესაც მელიას გამო თანამდებობა დატოვა.

 

„ნუ ჩათვლით მოსახლეობას სულელად. ყველამ ყველაფერი კარგად იცის. რამდენიც არ უნდა ეცადოთ საკუთარი მოღალატეობრივი საქციელის გამართლებას არაფერი გამოგივათ!

„ნაცებს დაგამთავრებთო“- ტრიბუნიდან ეძახოდი და მიშა სააკაშვილისთვის სასარგებლო იდიოტის როლი ითამაშე, როდესაც გადადგომით მთელ რადიკალურ ოპოზიციას „სპეკულაციის“ საშუალება მიეცი.

 

სამწუხაროდ გასაგებია ის კომპლექსი, რაც თქვენ გაწუხებთ და მუდმივ თავის მართლების რეჟიმში გაგდებთ,რომ მოღალატე არ ხართ... თუმცა ფაქტები პირიქით მეტყველებს“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

იქამდე, გიორგი გახარიამ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა: „მე ერთგულების ერთი ფიცი მაქვს დადებული და ეს ფიცი ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი, ჩემი სახელმწიფოა და სხვა არავინ“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner