logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი გახარიას: ნიკანორ მელიას, ამ პოლიტიკურ მასხარას გადააყოლებდა კაცი საკუთარ პრემიერ-მინისტრობას? ფაქტია, გადააყოლეთ
- +

9 აგვისტო. 2021. 17:55

 

 

„ვის წინაშე ან როდის დადეთ ეს ფიცი, ბატონო გიორგი?! თქვენი ერთადერთი ფიცი „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად პრემიერ-მინისტრის რანგში ქართველი ხალხის, მოქალაქეებისა და სახელმწიფოს ერთგულება იყო,“ - ამის შესახებ ექსპერტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ის სახელი და მაღალი პოლიტიკური რეპუტაცია რაც „ქართული ოცნების“ გუნდითა და ხალხის ნდობით დაიმსახურეთ დავიწყებას ეძლევა. დიდი შეცდომა იყო კანონის წინააღმდეგ წასვლა! დიდი შეცდომა იყო ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების ფეხებზე დაკიდება! დიდი და გამოუსწორებელი შეცდომა იყო „ნაციონალური მოძრაობის „ლიდერის" დაცვა!

 

ნიკანორ მელიას, ამ პოლიტიკურ მასხარას გადააყოლებდა კაცი საკუთარ პრემიერმინისტრობას? ფაქტია, გადააყოლეთ. ფაქტია სინდისი გქენჯნით, მაგრამ სამწუხაროდ პოლიტიკაში - შევცდი, მაპატიე, ქვეყნის წინაშე დადებული ფიცის ერთგული ვრჩები - არ მოსულა! ძლიერ გუნდს ძლიერი პრემიერი სჭირდებოდა და სადაც ვიწრო იყო იქ გაწყდა... ხომ გაწყდა! „ქართული ოცნების“ გუნდი დიდი გამარჯვებისთვის ემზადება, თქვენ კი...“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

იქამდე, გიორგი გახარიამ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა: „მე ერთგულების ერთი ფიცი მაქვს დადებული და ეს ფიცი ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი, ჩემი სახელმწიფოა და სხვა არავინ“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner