დიდუბის რაიონში, ევგენი მექელაძისა და სანდრო ახმეტელის ქუჩებთან მდებარე უსახელო ქუჩას მომღერალ ბათუ კრავეიშვილის სახელი მიენიჭა. ამის შესახებ განკარგულება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოსცა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ თბილისის მერიამ ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება ოთხი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.
საკრებულოს განკარგულება საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.