logo_geo
eng_logo
დიდუბის რაიონში უსახელო ქუჩას მომღერალ ბათუ კრავეიშვილის სახელი მიენიჭა
- +

9 აგვისტო. 2021. 18:01

 

 

დიდუბის რაიონში, ევგენი მექელაძისა და სანდრო ახმეტელის ქუჩებთან მდებარე უსახელო ქუჩას მომღერალ ბათუ კრავეიშვილის სახელი მიენიჭა. ამის შესახებ განკარგულება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოსცა.

 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ თბილისის მერიამ ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება ოთხი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

 

საკრებულოს განკარგულება საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner