logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ამერიკასთან ძალიან მკაფიო და მჭიდრო სამოკავშირეო ალიანსის შექმნა ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია
- +

9 აგვისტო. 2021. 18:10

 

 

„ამერიკასთან ძალიან მკაფიო და მჭიდრო სამოკავშირეო ალიანსის შექმნა ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია,“ - ამის შესახებ დავით ზალკალიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ მიზნის მიღწევაში საქართველოს თანამშრომლობის არსებული ფორმატები ეხმარება, როგორებიც არის ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია.

 

„ამ მიმართულებით ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამერიკასთან მჭიდრო თანამშრომლობას, იმისთვის, რომ ეს პროცესი გავხადოთ შეუქცევადი, იმისთვის, რომ ორპარტიული მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს აქვს დღეს, ასევე იყოს შეუქცევადი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა ამერიკასთან თავდაცვისა და უშიშროების სფეროში, მაგრამ ჩვენი ამბიცია და სურვილია, მსგავს დონემდე მივიყვანოთ ამერიკასთან ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ თვალსაზრისით პრიორიტეტი იქნება თავისუფალი ვაჭრობის კუთხით არსებული შეთანხმების გაფორმება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner