logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: უნდა უზრუნველყოთ, რომ ეკონომიკური ზრდის პარალელურად გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები
- +

9 აგვისტო. 2021. 18:10

 

 

მამუკა მდინარაძე საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდას გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს მიაჩნია, რომ ამით მოხელეების მოტივაცია გაიზრდება.

 

„შეიძლება რადიკალური ცვლილებები ვერ განვახორციელოთ, შესაძლებლობების ფარგლებში ხდება ყოველთვის ეს ყველა ქვეყანაში, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ეკონომიკური და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პარალელურად, გაიზრდება საჯარო მოხელეების, განსაკუთრებით დაბალი რგოლის წარმომადგენლების ხელფასები, რომ მათი მოტივაცია იყოს მაღალი, კონკურენტული იყოს მათი პოზიციები და ეს მიდგომა არის ყველაზე პასუხისმგებლიანი, რაც კი შეიძლება ხელისუფლებამ გამოამჟღავნოს“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

დღეს პრემიერმა განაცხადა, რომ 2022 წლის იანვრიდან ეტაპობრივად დაიწყება საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner