logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: მნიშვნელოვანია, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს დავანახოთ, რომ ჩვენ ვაშენებთ წარმატებულ ქვეყანას
- +

9 აგვისტო. 2021. 18:40

 

 

„მნიშვნელოვანია, რომ საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს დავანახოთ ის სიკეთეები, რაც მოაქვს ქვეყნისთვის ევროკავშირში ინტეგრაციას, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას, სავიზო ლიბერალიზაციას, ეს არის შესაძლებლობა, ვაჩვენოთ მათ, რომ ჩვენ ვაშენებთ წარმატებულ ქვეყანას,“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

 

„მე დღეს წარვადგინე საგარეო პოლიტიკის 10 პრიორიტეტული მიმართულება 10-წლიან კონტექსტში და ვფიქრობ, რომ ჩვენი, როგორც საგარეო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია დღევანდელ გლობალურად ცვალებად მსოფლიოში გახლავთ სწრაფი რეაგირება იმ გამოწვევებზე, რაც არის ქვეყნის წინაშე. აქედან გამომდინარე ჩვენი 10 ძირითადი პრიორიტეტი მორგებულია დღევანდელ გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე, იმაზე, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა. ჩვენ გვაქვს 3-წლიანი სტრატეგია, რომელიც არის მაღალი ლეგიტიმაციის დოკუმენტი, რომელიც უკვე დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ. მაგრამ აუცილებელია, რომ 10-წლიან პერსპექტივაში კიდევ უფრო იყოს განვრცობილი ის მიზნები და ამოცანები, ის სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პოლიტიკის პრიორიტეტების საბოლოო შესრულებასთან",- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

მინისტრმა ასევე ისაუბრა 10-წლიანი სამოქმედო გეგმის მთავარ საკითხზე, დეოკუპაციაზე და ამ მიმართულებით ქვეყნის გეგმებზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner