logo_geo
eng_logo
კელი დეგნანი: 19 აპრილის შეთანხმება მიღწეულია, პროცესს აკლია მხოლოდ პოლიტიკური ნება, რათა დასრულდეს პოლარიზაცია
- +

9 აგვისტო. 2021. 19:04

 

 

„მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმება მიღწეულია პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიების მიერ, რომელიც ასახავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და რეფორმებს, რაც ქვეყანამ უნდა გადადგას,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სტუმრობისას განუცხადა.

 

„მოგეხსენებათ, ახლა უკვე მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია და საარჩევნო კამპანიის პერიოდში ხშირია ხოლმე გამომწვევი განცხადებები. მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში არის ის, რომ პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიების მიერ მიღწეულია 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც ასახავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და რეფორმებს, რაც ქვეყანამ უნდა გადადგას, რათა გააძლიეროს საკუთარი დემოკრატია, ეკონომიკა და სხვადასხვა სფერო. არსებობს ყველანაირი მექანიზმი, ამ შეთანხმებაში მოცემულია გზამკვლევი და ორიენტირი, როგორ უნდა განხორციელდეს რეფორმები. ერთადერთი, რაც ამ პროცესს აკლია, გახლავთ პოლიტიკური ნება, რათა დასრულდეს პოლარიზაცია საზოგადოებასა და ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner