logo_geo
eng_logo
სუარესი: რონალდუმ ტიტულები მოიპოვა, მაგრამ საუკეთესო მესია!
- +

23 ივლისი. 2016. 15:07


კატალონიის „ბარსელონას" ფორვარდმა ლუის სუარესმა, მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუს წარმატებების მიუხედავად, განაცხადა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია.

 

„მიუხედავად იმისა, რომ რონალდუმ გასულ სეზონში ბევრი ტიტული მოიპოვა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია. არ აქვს მნიშვნელობა, მიიღებს თუ არა მესი რომელიმე ჯილდოს. ჩემი აზრით, თამაშის მსვლელობაზე მასზე დიდ გავლენას ვერცერთი ფეხბურთელი ახდენს. არგენტინელი ოქროს ბურთს იმსახურებს!" - განაცხადა სუარესმა.


შეგახსენებთ, რომ 2015/2016 წლების სეზონში რონალდუმ „რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო ევრო 2016-ზე პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მოიპოვა გამარჯვება. რაც შეეხება მესის, მისი კლუბი ჩემპიონთა ლიგას მადრიდის „ატლეტიკოსთან" მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას, არგენტინის ნაკრებმა კი კოპა ამერიკის ფინალი პენალტების სერიაში დათმო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner